Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ

მარშალ პრესი 11/02/2025
archil gorduladze

„ნებისმიერი სახით ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს წარმოადგენს სამართალდარღვევას და შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა იყოს დადგენილი“- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომლის თქმითაც, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, ათას მავნე უბედურებას იგონებენ და ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ „ამავდროულად, ნებისმიერ გონიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ დაფიქრდეს – თავდასხმა ამ კონკრეტულ ადამიანზე ვის აძლევდა ხელს- „ქართულ ოცნებას“ თუ იმ ძალებს, რომლებიც ადამიანური ტრაგედიების საკუთარი მიზნების გამოყენებაში არიან არაერთგზის მხილებული.’

ვისაც აწყობს და ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, მათ შორის, გარდაცვლილ ადამიანებს, გარდაცვლილ არასრულწლოვანებს, საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის ხშირად ახდენენ ყველაფრის ტირაჟირებას, ათას მავნე უბედურებას იგონებენ ხოლმე და ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Continue Reading

Previous: მსოფლიო სამთავრობო სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა შეხვედრები ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით
Next: როდესაც ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული დონორები ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას აფინანსებენ და ამაზე არანაირი განცხადება არ კეთდება, ეს გვიჩენს ვარაუდს, რომ ზუსტად დონორების ინტერესშია, ეს ქმედებები იყოს განხორციელებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025