Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარეს

მარშალ პრესი 11/02/2025
Capture

დღეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა წვევამდელებმა სამედიცინო შემოწმება გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარეს.

სამედიცინო კომისიის შედეგებიდან გამომდინარე წვევამდელები სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლას 6 ან 8 თვის განმავლობაში შეუდგებიან.

წვევამდელების ნაწილი ვებ-გვერდზე conscript.mod.gov.ge დარეგისტრირდა, ნაწილმა კი, ადგილობრივ სამხედრო განყოფილებას საკუთარი სურვილით მიმართა.
გამოძახებამდე, საკუთარი სურვილით განაცხადის გაკეთება მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6, 8, ან 11-თვიანი ვადებიდან, მის დაკომპლექტებამდე, არჩევანის საშუალებასა და განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 30 %-იანი დანამატის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

6-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო ქვედანაყოფში იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. 8-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და დარიცხულ ანაზღაურებას თვეში 635 ლარის ოდენობით მიიღებენ.

11-თვიანი ვადით წვევამდელებს შეუძლიათ იმსახურონ საბრძოლო ქვედანაყოფში უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე. წვევამდელების დარიცხული ანაზღაურება თვეში 1275 ლარიდან 1530 ლარამდე შეადგენს. 11 თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ მათ მიენიჭებათ შესაბამისი სამხედრო წოდებები – ლეიტენანტი ან უმცროსი სერჟანტი და ჩაირიცხებიან რეზერვში.
თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.

Continue Reading

Previous: საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცდება, რომ ნაცმოძრაობის ქართულ პოლიტიკაში არსებობა სამართლებრივად უნდა აიკრძალოს
Next: მსოფლიო სამთავრობო სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა შეხვედრები ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025