Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცდება, რომ ნაცმოძრაობის ქართულ პოლიტიკაში არსებობა სამართლებრივად უნდა აიკრძალოს

მარშალ პრესი 11/02/2025
guram macharashvili1

„ძალიან ბევრი წელია ქართული საზოგადოება ითხოვს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელთა სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით არაერთი საერთაშორისო თუ ქართული სასამართლოს დასკვნა არსებობს, გასამართლდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცდება, რომ ნაცმოძრაობის ქართულ პოლიტიკაში არსებობა სამართლებრივად უნდა აიკრძალოს.

„მოგეხსნებათ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ორგან გვქონდა ოკუპანტთან დავა – ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში. შესაბამისად, მაშინ ვერიდებოდით ამ თემაზე საუბარს. დასრულდა ეს დავები, ორივეგან მოიგო საქართველომ, სამხედროებს არანაირი დანაშაული არ დაუმტკიცდათ და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა რა ნაბიჯებს დგამდა ომამდე და ომის მერე. ეს იქნება საგამოძიებო კომისიისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სადაც ბევრი ძველი და ახალი მტკიცებულება იქნება გამოკვლეული, საბოლოოდ კი, ექვსი თვის თავზე, მივიღებთ იმ დასკვნას, რომელიც ნიურბერგის პროცესის დასკვნის მსგავსი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, ქართულ პოლიტიკაში სამართლებრივად აიკრძალება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ჯო უილსონი, ეს კლოუნი სერიოზულად აღსაქმელი არ არის – ზურაბ ქადაგიძე
Next: ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.