Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯო უილსონი, ეს კლოუნი სერიოზულად აღსაქმელი არ არის – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 11/02/2025
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აშშ-ის მტრებისთვის საქართველოს მიყიდვას უწყობს ხელს. ქადაგიძე ჯო უილსონს კლოუნს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის სერიოზულად აღსაქმელი არ არის.

მისივე თქმით, უილსონი “დიფ სთეითმა” პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყო და ამხელა ქვეყნის დეპუტატს სხვა საქმე არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ სიცრუე გაავრცელოს. „გასაგებია, რომ ეს კლოუნი სერიოზულად აღსაქმელი არ არის, მაგრამ ყველანი ვხვდებით, რომ ამ ტექსტებს უილსონი თავისით არ წერს.

“დიფ სთეითმა” ის პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყო და ამხელა ქვეყნის დეპუტატს სხვა საქმე არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ სიცრუე გაავრცელოს. საქართველოში არავის სჭირდება შეხსენება იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროს განვითარებას შეუწყო ხელი და უდიდესი რესურსი ჩადო, მაგრამ ამ კლოუნის პატრონებს მინდა ვუთხრა – რომ ჩვენი ქვეყნისთვის თავგადადებული ადამიანის ლანძღვით საბოლოოდ აზიზღებთ ქართველ ხალხს ამერიკას და ამერიკელებს“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: ურსულა ფონ დერ ლაიენის მორიგი და არა უკანასკნელი მარცხი ევროსაბჭოთა კავშირის ჭაობში…
Next: საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცდება, რომ ნაცმოძრაობის ქართულ პოლიტიკაში არსებობა სამართლებრივად უნდა აიკრძალოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025