Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია

მარშალ პრესი 06/02/2025
shalva papuashvili

ეს ნიშნავს იმას, რაც აქამდე ისედაც გულში ედოთ და საჯაროდ არ ამბობდნენ ხოლმე – სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურებას, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად, ზეწოლა უნდა მოახდინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე.

პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ხარ და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებია პრიორიტეტი, ეს უკვე მოღალატეობრივი პოზიციაა. „რაიმე ცუდი კი არ არის აშშ-ის რაიმე ინტერესში, მაგრამ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი.

როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი და ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია. ანუ, შეგიძლიათ პირდაპირ აიღოთ „ლელოს“ წინასაარჩევნო პროგრამა, თუ ჰქონდა რამე, გადახაზოთ ყველაფერი და დააწეროთ: „ჩვენი ამოცანა იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების განუხრელი დაცვა საქართველოში“ – აი, ეს არის მათი ამოცანა.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ისტორიები იმდენი იდება, ვეღარც ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ
Next: 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.