Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით

მარშალ პრესი 06/02/2025
shalva papuashvili1

ვამბობდით, ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის. მათ გადაწყვიტეს მეორეჯერ შესულიყვნენ იმავე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ მათ ამ საკუთარი ქცევით, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას.

„49 „ნაცს“ გუშინ შეუწყდა მანდატი, პარლამენტში დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“. ვნახოთ, ისინი რას გააკეთებენ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც საბოლოო ჯამში, რაც მათ მიიღეს საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე.

ვამბობდით, ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის. მათ გადაწყვიტეს მეორეჯერ შესულიყვნენ იმავე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ მათ ამ საკუთარი ქცევით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შემაწუხებელია, რომ 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში.

„ერთადერთი,რაც შემაწუხებელია, 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, – დასძინა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა 5 თებერვლის სხდომაზე 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

Post navigation

Previous: როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია
Next: თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან ამდენი ხნის განმავლობაში, ხაზარაძესთან არიან ის პერსონაჟები, ვინც 2008 წელს სარჩელი შეიტანა საქართველოს სამხედროების წინააღმდეგ – ახლა თურმე საქართველო პროირანული ყოფილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.