Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ისტორიები იმდენი იდება, ვეღარც ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ

მარშალ პრესი 06/02/2025
shalva papuashvili

აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ისტორიები იმდენი იდება, ვეღარც ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრისას.

„როცა ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, ეს [ცვლილებები] უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მართლწესრიგის უზრუნველყოფას და საზოგადოების მშვიდ განვითარებას.

აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ისტორიები უკვე იმდენი იდება, უკვე ვეღარც ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ.

პირდაპირ ჩანს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის ხელშეშლა გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი, გარედან დაფინანსებული მეთოდი, რაც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, დემოკრატიამ საკუთარი თავი დაიცვას და ამ მხრივ, ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რაც საჭიროა, რომ დემოკრატიამ დაიცვას საკუთარი თავი, იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან
Next: როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.