ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპისა და რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშიც არის და ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული რუსეთის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.
„მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე და მე ვარ ანგარიშვალდებული ჩვენს ხალხთან, რომ მათ ვუთხრა სიმართლე. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური. რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რისი ჯერ კიდევ, დიდი იმედიც მაქვს, ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპისა და რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშიც არის და ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული რუსეთის ინტერესებში.
რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ, რაც მე ჩამოვთვალე, მთავარი დოკუმენტი, ღერძი და გზამკვლევი არის ასოცირების შეთანხმება, არის უვიზო რჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა. ასოცირებულ ტრიოს რომ აცხადებენ: ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა, ჩვენ ყველა პარამეტრით, არ მინდოდა შემედარებინა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
