Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე – ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვინმეს ვეხვეწებით – არაფერს დაუმსახურებელს არ ვითხოვთ!

მარშალ პრესი 11/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

პერმიერის განმარტებით, თუ გადაწყვეტილება უსამართლო, შეურაცხმყოფელი იქნება ქვეყნისთვის, ის „ყველაფერს ფარდას ახდის“.

„ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას, 17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს დაველოდები და მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეუარცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი. თქვენგან განსხვავებით შეთქმულების თეორიებზე არ ველაპარაკები, მე ხალხს ველაპარაკები მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპისა და ჩვენს ინტერესებშია
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ გავაფორმეთ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, რამაც რეალურად, ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.