Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი: ამ ეტაპზე მინდა შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, ვალდებული ვიქნები ჩემს ხალხს ანგარიში ჩავაბარო

მარშალ პრესი 11/06/2022
პრემიერის კომენტარი

მე ვარ მთავრობის მეთაური, მე გამოვხატავ მთავრობის პოზიციას და გესაუბრებით იმაზე, რა რეალობაც გვაქვს. ისე ნუ წარმოვაჩენთ და ჩვენ ეს არ გვითქვამს, რომ ჩვენ რაღაც სასწაული, იდეალურები ვართ, უშეცდომოები და ა.შ. ეს არის პროცესი. გეუბნებით მთავარს, რომ ამ ეტაპზე მინდა, რომ შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ჩემს ხალხს, ვალდებული ვიქნები, რომ ჩავაბარო ანგარიში,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და მიკერძოებულია.

„შემთხვევით არ მიხსენებია, რომ რეფორმები დავიწყეთ 2012 წელს, როდესაც სასამართლო იყო ნოტარიუსის ოფისი, პროკურატურა არ არსებობდა, კი არა პირიქით, მჩაგვრელი იყო მთელი ჩვენი ხალხის და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი, თუ რა უბედურება ხდებოდა, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ. მას შემდეგ არაერთი რეფორმა გატარდა, მედიათავისუფლება – დღეს 10 დღეში, 10 დღეში შესაძლებელია, რომ გახსნან ტელევიზია, ამიტომ ვთქვი, რომ რეზოლუცია ჩემთვის არაფრის მთქმელი არ არის, ეს არის მიკერძოებული“,- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა აღარ არის ძალიან ადვილი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპისა და ჩვენს ინტერესებშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.