Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა აღარ არის ძალიან ადვილი

მარშალ პრესი 11/06/2022
თეა წულუკიანი

სიმშვიდის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა აღარ არის ძალიან ადვილი. ადვილი არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა არის ძალიან გართულებული, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერი პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქცია შეახსენა.

„საქართველოს მთავრობა კონსტიტუციით არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია, რაც მას მრავალჯერ განუმარტა ჩემთან ერთად ბევრმა სხვა ადამიანმაც. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ხშირად ჩვენი ერის ცხოვრებაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რას ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში, იმისთვის რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც, როგორც ჩვენ, ბევრი უნდა იშრომოს რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ეს ნდობა. იმისთვის, რომ ეს ნდობა შეინარჩუნოს, საქართველოს მთავრობა, მაგალითისთვის, აკეთებს იმას, რაც ქართველ ერს სურს – ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ძალიან დიდი სირთულის ფასად ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც მერწმუნეთ, ადვილი არ არის“, – განაცხადა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: თეა წულუკიანი: ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომელზეც ახლა ბრიუსელში არის საუბარი, ჩვენი ქვეყანა, ხალხი სხვა ხალხებზე წინაა
Next: პრემიერი: ამ ეტაპზე მინდა შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, ვალდებული ვიქნები ჩემს ხალხს ანგარიში ჩავაბარო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025