Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას

მარშალ პრესი 05/02/2025
irakli kobakhidze

USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს აშშ-ის ხელისუფლება საუბრობს ოფიციალურად იმაზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა 2023 წლის გაზაფხულზე.

„რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2023 წლის გაზაფხულზე, შემდეგ უკვე შარშან გაზაფხულზე, იმაზე დღეს საუბრობს უკვე ოფიციალურად აშშ-ის ხელისუფლება. საუბარია უმაზე, რომ USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი ჩაძიება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამი თვით შეჩერდა USAID-ის დაფინანსება. მთავარია ჩვენთვის, რომ ეს ასე დარჩეს, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ USAID-მა აღარასდროს აღარ სცადოს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, აღარასდროს აღარ სცადოს მაგალითად, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, ასევე რევოლუციური პროცესების პირდაპირი მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სამ თვიანი შეჩერების მექანიზმი ბოლომდე დარჩება ძალაში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში, მათი მდგომარეობა დღეს ძალიან მძიმეა
Next: არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, შესაბამისად, ვფიქრობ, პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.