Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში, მათი მდგომარეობა დღეს ძალიან მძიმეა

მარშალ პრესი 05/02/2025
irakli kobakhidze

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“, ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნას შეეხებოდა.

პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი არის ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი.

„ეს არის ალბათ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“ და ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა დღეს არის ძალიან მძიმე, მთავარია, რომ პროცესები გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გრძელდება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური
Next: USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.