Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, შესაბამისად, ვფიქრობ, პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე

მარშალ პრესი 05/02/2025
irakli kobakhidze

ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამატებით, დაახლოებით 2 თვე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის.

„დღევანდელი დღე პოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა გავუსვა ასევე იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას ხაზი, რომელიც იქნა მიღებული საპარლამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დამატებით, დაახლოებით 2 თვე მივეცით რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. უფრო სწორად, ეს დრო მივეცით, არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს, ე.წ. Deep State-ს, იგივე „გლობალურ ომის პარტიას“, თუმცა მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება და კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე.

ასეთ პირობებში,  რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს, პარლამენტს  არ ჰქონდა არავითარი სხვა ალტერნატივა. არ შეიძლება ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 წლის წინ და რასაც ვხედავდით ასევე ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას
Next: ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი, რათა საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, გარედან მართულ სისხლიან რეჟიმს, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც მოხდება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.