Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ რამდენიმე თვის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა დამსწრე თავს ესხმოდა საქართველოს, მაშინდელთან შედარებით პროგრესია და ახლა ასამბლეაზე იყვნენ ადამიანები, ვინც ღიად გამოხატავდნენ საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას

მარშალ პრესი 01/02/2025
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას მედიასთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, 2023 წლის ზაფხულთან შედარებით პროგრესი შესამჩნევია. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ზაფხულის პერიოდში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვერც ერთი დეპუტატი საქართველოს მხარდაჭერას ხმამაღლა ვერ ბედავდა, ახლა კი იყვნენ პარლამენტარები, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები.

„ზაფხულში არსებული სიტუაცია რომ გავიხსენოთ და შევადაროთ, როცა მე მონიტორინგის კომიტეტში ვიყავი (და ახლაც ვაგრძელებ ამ კომიტეტის წევრობას), მაშინ გამჭვირვალობის კანონი რომ განიხილებოდა, იყო განსხვავებული ვითარება. მე ვიყავი აბსოლუტურად მარტო და ვიცავდი საქართველოს პოზიციებს. ყველა, ვინც იქ იყო, თავს ესხმოდა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის, ის ადამიანებიც კი, ვინც გულში თანაგვიგრძნობდნენ და სხდომის დასრულების შემდეგ ჩუმად მიცხადებდნენ მხარდაჭერას ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ.

იყვნენ ადამიანები ჩუმად იყვნენ და არც მზერით და არც რაიმე ჟესტით არ გამოხატავდნენ მხარდაჭერას. ახლა რომ ვადარებ, იმასთან შედარებით პროგრესია. რა თქმა უნდა, პროგრესი ისეთი არაა, რომ რაიმე გარდამტეხი ცვლილება მოეხდინა, მაგრამ ამ ზაფხულს რომ ვადარებ, ახლა იყვნენ ადამიანები, ვინც ღიად გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას. მაგალითად ერთ-ერთი პარლამენტარიც შემიძლია მოვიყვანო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემი არგუმენტები მოისმინა მონიტორინგის კომიტეტზე, ისეთი მოსაზრება დააფიქსირა, რომელიც საქართველოსთვის იყო ხელსაყრელი. იყო ასეთი ფაქტებიც,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა
Next: აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.