Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა

მარშალ პრესი 01/02/2025
473427348_1308946967026531_2473618349110984427_n (1)

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმდნენ. პროექტში ჩართულმა ოცმა მსჯავრდებულმა ქართული და ევროპული სამზარეულოს სხვადასხვა სახეობის კერძის მომზადება პროფესიულ დონეზე შეისწავლა.

პროგრამა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და კოლეჯ „იკაროსის“ ხელშეწყობით, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და შეფების ჩართულობით ჩატარდა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნიკო თათულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და კოლეჯ „იკაროსის“ დირექტორი რუსუდან ჩართოლანი  ესწრებოდნენ.

ღონისიების სტუმრები N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სხვა პროექტებსაც გაეცნენ და დაათვალიერეს დაწესებულებაში არსებული ის მცირე საწარმოები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულები. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო კურსებს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, რაც მსჯავრდებულებს, გათავისუფლების შემდეგ, დასაქმებაში ეხმარება და ხელს უწყობს განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.

Post navigation

Previous: მსგავსი ქმედებებისთვის ტელევიზიებს უნდა შეუჩერდეს ლიცენზია, როგორც მინიმუმ! ხოლო მსგავსი ფეიკ-სიუჟეტების დამკვეთის წინააღმდეგ – დაწესდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
Next: თუ რამდენიმე თვის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა დამსწრე თავს ესხმოდა საქართველოს, მაშინდელთან შედარებით პროგრესია და ახლა ასამბლეაზე იყვნენ ადამიანები, ვინც ღიად გამოხატავდნენ საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.