Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან

მარშალ პრესი 01/02/2025
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნათია ქობალია და მისი მეუღლე სხვას მონას უწოდებენ, თვითონ  კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები, საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან. მისივე თქმით, სწორედ ეს ცოლ-ქმარია მონის სახე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

“აეროპორტში, ალუდა ღუდუშაურს, ზომბირებული ქართველი ცოლ-ქმარი შეხვდა, რომლებმაც დაზუთხული ტექსტების კორიანტელი დააყენეს და შემდეგ გაუჩინარდნენ. რას ვიზამთ, როგორც იტყვიან ვირისგან წიხლი
არ უნდა გვეწყინოს.

როგორი პარადოქსია, აღნიშნული ცოლ-ქმარი სხვას მონას უწოდებს, თვითონ კი თინა ხიდაშელის ფრთებ ქვეშ მოკალათებულები საქართველოში ტაივანის ინტერესებს ატარებენ და ჩინურ ინვესტიციებს ებრძვიან, სწორედ ეს ცოლ-ქმარია მონის სახე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ყველაფერს აკეთებენ, ქალბატონი, მაგრამ ზომბირებული ნათია ქობალია ვიდეოს ბოლოს ამბობს, მე ევროპა მინდაო, რა უცნაურია, ტაივანის ინტერესების გამტარებელი ევროპისკენ რომ ისწრაფვის. ქალბატონო ნათია, ჯიბეში ტაივანური დოლარით, ევროპაში შესვლა გაგიჭირდებათ!

ზოგადად აეროპორტში თუ ქუჩაში დახვედრები და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება უაღრესად ამაზრზენი საქციელია და არა გამოხატვის თავისუფლება, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ევროკრეტინებმა პროტესტის გამოხატვის ცივილური გზები არ იციან!

პ.ს. ნათია ქობალია იურისტია, რომელმაც წესით კარგად უნდა იცოდეს რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის სხვისი შეურაცხყოფა, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთივე იურისტია, როგორი პატრიოტიც”, – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: თუ რამდენიმე თვის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა დამსწრე თავს ესხმოდა საქართველოს, მაშინდელთან შედარებით პროგრესია და ახლა ასამბლეაზე იყვნენ ადამიანები, ვინც ღიად გამოხატავდნენ საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას
Next: ამ არსებებს, რომლებსაც რატომღაც ერთუჯრედიანების ნიღაბი აქვთ მორგებული, რატომღაც ჰგონიათ ასეთი იაფფასიანი პერფორმანსებით ვინმეს შეაშინებენ, არადა პირიქით ხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.