Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები და საგარეო საქმეთა მინისტრები დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ. მათი ჩარევა წინა საარჩევნო შეკრებებში მიუღებელია, ჩვენ ვიცით საიდან არის ეს პროცესები ინსპირირებული და ვინ დგას ამის უკან, სწორედ ამიტომ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ

მარშალ პრესი 31/01/2025
mikheil mixeil kavelashvili

ჩვენი მოქმედებები არის გააზრებული, რაციონალური და გრძელვადიანი. კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები, ცალკეული საგარეო საქმეთა მინისტრები  დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ.

მათი ჩარევა წინა საარჩევნო შეკრებებში არის მიუღებელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით საიდან არის ეს პროცესები ინსპირირებული  და ვინ დგას ამის უკან, სწორედ ამიტომ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რეალპოლიტიკა და ობიექტურობა დაბრუნდება,  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა მოქალაქეთა უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის ევროკავშირთან განაახლონ მოლაპარაკებები, როდესაც კონკრეტული, საქმიანი საკითხები წამოიჭრება, მაგრამ მათ უნდათ საპროტესტო აქციების მეშვეობით რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ. „რა თქმა უნდა გვაქვს ეს რეალობა თბილისში. თუმცა ჩვენი რაციონალური ნაბიჯების გარეშე კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ ომი ავიცილეთ. ჩვენ შევაჩერეთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რადგან არ გვინდოდა ბრიუსელის მოთხოვნებისადმი დამორჩილება, რადგან ეს მოთხოვნები მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს. როდესაც კონკრეტული, საქმიანი საკითხები წამოიჭრება, მზად ვართ მოლაპარაკებები კვლავ განვაახლოთ. ამიტომაც ვთქვი, რომ ხელოვნურია, მათ უნდათ საპროტესტო აქციების მეშვეობით რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?!
Next: ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და მცდელობას, საქართველოს ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.