Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და მცდელობას, საქართველოს ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს

მარშალ პრესი 31/01/2025
mikheil kavelashvili

სამწუხაროდ დასავლეთში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მოქალაქეების ინფორმირება ცუდად ხდება. მე ვიცი ჩემი შვეიცარიული გამოცდილებით, რომ მოქალაქეს ალტერნატიული აზრი ესაჭიროება, რათა მხოლოდ ერთ წყაროს არ დაეყრდნოს. ეს წარმოადგენს ევროპულ ღირებულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს შემთხვევაში, ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და საქართველოს ხელისუფლების იზოლირების მცდელობას. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაკვირი არ ყოფილა, მისი წინამორბედის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ არჩევნები გაყალბდა, მსოფლიო მედიამ აიტაცა, პრეზიდენტისგან დეზინფორმაციის გავრცელება კი დაუშვებელია.

„ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ დიდ დეზინფორმაციას და მცდელობას საქართველოს ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს. მე უკვე მეცხრედ ვმონაწილეობ არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, ეს არჩევნები იყო ალბათ საუკეთესო. შედეგები არ გაჰკვირვებია მოსახლეობის უმრავლესობას. ჩემი წინამორბედი ამტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და ამის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ.

ეს აიტაცა მსოფლიო მედიამ. ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტისგან. საერთაშორისო მედია ინტერვიუებს იღებდა ჩემი წინამორბედისგან და ავრცელებდნენ მხოლოდ მის მოსაზრებებს, არავის უცდია ხელისუფლების პოზიციების გაგება. ევროპელებისთვის ეს ისმოდა, როგორც სარწმუნო, ეს ხომ ევროპელ მოქალაქეების შეურაცხყოფაა.“ –  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

Post navigation

Previous: კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები და საგარეო საქმეთა მინისტრები დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ. მათი ჩარევა წინა საარჩევნო შეკრებებში მიუღებელია, ჩვენ ვიცით საიდან არის ეს პროცესები ინსპირირებული და ვინ დგას ამის უკან, სწორედ ამიტომ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ
Next: პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება – ეს არის რეალობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.