Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?!

მარშალ პრესი 31/01/2025
mixeil kavelashvili

„ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, ამასთანავე სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათი აზრიც უნდა იქნას გათვალისწინებული, თუმცა გაუგებარია რას აპროტესტებენ ისინი.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სრული გაგება. ის ვინც ქუჩაში გადის უმრავლესობას არ წარმოადგენს. გასაგებია, რომ ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ისმის კითხვა, რას აპროტესტებენ ისინი? რატომ ახალი არჩევნები? არჩევნები უკვე ჩატარდა. თუ ახალი არჩევნები ჩატარდება და ეს პარტიები ისევ ვერ მოიგებენ, რა იქნება მაშინ?“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან და ეს იძლევა აშშ-სთან ახალი დასაწყისის იმედს.

„ტრამპი და მისი გუნდი ხშირად ამბობს, რომ მშვიდობა პრიორიტეტია. ასევე ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, მაგალითად ტრადიციების დაცვა, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან. ეს გვაძლევს ჩვენ ახალი დასაწყისის იმედს. დაახლოებით იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც. ყველა ქვეყანამ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, ფუნქციას, ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის გაგრძელებაა
Next: კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები და საგარეო საქმეთა მინისტრები დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ. მათი ჩარევა წინა საარჩევნო შეკრებებში მიუღებელია, ჩვენ ვიცით საიდან არის ეს პროცესები ინსპირირებული და ვინ დგას ამის უკან, სწორედ ამიტომ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.