Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სკანდალი – უკრაინელი ჟურნალისტი ამბობს, რომ PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაცია ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ამზადებდა

მარშალ პრესი 30/01/2025
J

J

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაციისა და ქართველი ოპოზიციონერების მიერ იყო მომზადებული, – განაცხადა უკრაინული ტელეკომპანია Freedom-ის ჟურნალისტმა.

„ამ რეზოლუციას ამზადებდა უკრაინული დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად“, – თქვა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვის დროს.

ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

Post navigation

Previous: ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 2-3%-ით მეტი იმაზე, ვიდრე იყო, რომ არა ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, თუმცა ეს ყველაფერი არის ხოლმე მოკლევადიანი
Next: ჩვენი სახელმწიფო ქართული ამბიციით წარსდგა საერთაშორისო არენაზე და მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გააწნა სილა ყველა იმ ძალას რომელიც საბოლოოდ ანტიქართული მიზნით მოქმედებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.