Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი სახელმწიფო ქართული ამბიციით წარსდგა საერთაშორისო არენაზე და მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გააწნა სილა ყველა იმ ძალას რომელიც საბოლოოდ ანტიქართული მიზნით მოქმედებს

მარშალ პრესი 30/01/2025
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, უფლებამოსილება დამტკიცებულია, შეწყვიტონ მუშაობა საპარლამენტო ასამბლეაში.

მეგრელიშვილის თქმით, დღეიდან ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ღირსებაზე ბევრს ისაუბრებენ და მიხვდებიან რომ მასთან სახეცვლილი ურთიერთობების საჭიროება დღის წესრიგში რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს.

„ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა შეწყვიტეს მუშაობა საპარლამენტო ასამბლეაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებამოსილება დამტკიცებულია.

პოლიტიკური ეთიკა გამორიცხავს ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნებით არჩეული ხელისუფლების მიმართ გარე ძალების უსამართლო დამოკიდებულებას, ხელისუფლების შანტაჟს, სადაც არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს და შესაბამისად ასამბლეაში ქართული მხარის ყოფნას არანაირი პოლიტიკური ღირებულება არ აქვს.

დღეს ჩვენი სახელმწიფო ქართული ამბიციით წარსდგა საერთაშორისო არენაზე და მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გააწნა სილა ყველა იმ ძალას რომელიც საბოლოოდ ანტიქართული მიზნით მოქმედებს.

დღეიდან ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ღირსებაზე ბევრს ისაუბრებენ და მიხვდებიან რომ მასთან სახეცვლილი ურთიერთობების საჭიროება დღის წესრიგში რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს.“-წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სკანდალი – უკრაინელი ჟურნალისტი ამბობს, რომ PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაცია ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ამზადებდა
Next: ბუნებრივია საქართველოს დელეგაციას არაფერი ესაქმება იქ, სადაც ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და გვექცევიან ისე, როგორც კოლონიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.