Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 2-3%-ით მეტი იმაზე, ვიდრე იყო, რომ არა ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, თუმცა ეს ყველაფერი არის ხოლმე მოკლევადიანი

მარშალ პრესი 30/01/2025
irakli kobakhidze

რეალურად, ოპოზიცია მოკლევადიან პერსპექტივაში ახერხებს ხოლმე მხოლოდ ეკონომიკაზე და ლარის კურსზე ზემოქმედებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live”-ის ეთერში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დეკემბერი იყო ამ თვალსაზრისით გამორჩეული იმიტომ, რომ გარკვეული ზიანი მათ ეკონომიკას მიაყენეს.

„ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 2-3%-ით მეტი იმაზე, ვიდრე იყო, რომ არა მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, თუმცა, ეს ყველაფერი არის ხოლმე მოკლევადიანი. შესაბამისად, რაიმე არსებით გავლენას მათი რევოლუციური სცენარები არასდროს არ ახდენდა ხოლმე ეკონომიკურ განვითარებაზე.

ამ 4 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის არაღიარება, იყო ცნობილი შეთანხმებები, მერე ხელმოწერა, მერე თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც დაუკავშირეს რიგგარეშე არჩევნებს, მერე იყო მთლიანობაში, ჯამში, ამ 4 წლის მანძილზე რევოლუციის 4 მცდელობა და ამ ყველაფერის მიუხედავად, ჩვენ 40 მილიარდით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, იყო 50 მილიარდი ლარი და თითქმის გაორმაგდა, გახდა 90 მილიარდი ლარი ამ 4 წელიწადში, 4 რევოლუციის მცდელობის პირობებში.

ეს ნიშნავს რას, რომ რაღაც მოკლევადიანი ეფექტი ლარის კურსზე თუ ეკონომიკაზე მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რევოლუციურ სცენარებს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ვერავითარ გრძელვადიან ეფექტს ეკონომიკის დაზიანების კუთხით მათი ეს სცენარები ვერ აღწევს. აქაც იგივე იქნება, დეკემბერში გვქონდა მცირე ნეგატიური გავლენა მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, თუმცა მალევე აღდგა ყველაფერი. იანვარი არის ეკონომიკური კუთხით აქტიური და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააქტიურდება პროცესები, მათ შორის, ამ ინვესტიციის გათვალისწინებით და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ 2030 წლისთვის ბევრად უფრო წინ ვიყოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ასეთ პირობებში აბსოლუტურად რეალური იქნება საუბრები ევროინტეგრაციაზე
Next: სკანდალი – უკრაინელი ჟურნალისტი ამბობს, რომ PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაცია ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ამზადებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.