Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ – საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც

მარშალ პრესი 27/01/2025
irakli kobaxidze

ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, – საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც.

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არის ორგანიზებული ქმედებები და ხელწერა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი. ნებისმიერ ასეთ ქმედებას უნდა დავუპირისპირდეთ და საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს. რაც მთავარია, ამ ყველაფრის თავი და თავი, ლიბერალური ფაშიზმი, ეს იდეოლოგია უნდა დამარცხდეს საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაში.

ეს იდეოლოგია არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ. საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს პრობლემების დაძლევას
Next: ოპოზიციის მოქმედებები არის გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება – მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.