Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის მოქმედებები არის გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება – მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული

მარშალ პრესი 27/01/2025
irakli kobakhidze

ოპოზიციის მოქმედებები არის თავიდან ბოლომდე გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს დღეს ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის თქმით, ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული.

„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას, ჩვენ ვიცით, რომ მათი მოქმედებები არის თავიდან ბოლომდე გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, თუმცა, ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაშიც, მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის გარეთ, თუმცა თავისთავად ეს არის სამწუხარო, მაგრამ საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ – საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც
Next: ოპოზიციას სინამდვილეში აქვს თვითლიკვიდაციის გეგმა, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025