Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს პრობლემების დაძლევას

მარშალ პრესი 27/01/2025
irakli kobakhidze

ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს წინააღმდეგ მუდმივ შანტაჟს ოთხი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ეფექტი და ასე იქნება ახლაც.

„ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი გასული ოთხი წლის განმავლობაში არ იყო ეფექტიანი და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
Next: ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ – საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025