Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, გაიმართება შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან

მარშალ პრესი 27/01/2025
maka bochorishvili

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ექნება პრეზიდენტთან. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს და ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას.

„ვიზიტი განხორციელდება აბუ-დაბიში უმაღლეს დონეზე. პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ექნება პრეზიდენტთან, ასევე შეხვედრები უკვე გვქონდა სახელმწიფო მინისტრთან და მინისტრ ნაჰაიანთან. ორივე საქართველოსთვის არის ძალიან ახლო მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რისი გამოყენებაც კარგად შეიძლება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვისთანაც დღეს გვქონდა საუბარი, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს, ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას, ქვეყანას, სადაც შეიძლება განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, აქვს პოტენციალი და აქვს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიმართულებით გავაძლიეროთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტი სარგებელი ნახოს ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით, ამ ურთიერთობებიდან და ჩვენთვის მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ უფრო კარგი შესაძლებლობები შევქმნათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და ეს ვიზიტი, უმაღლეს დონეზე, კარგი შესაძლებლობა იქნება ამისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც „დანოსებს“ აგზავნიან, სხვადასხვა თანამდებობის პირს ათას ტყუილ ინფორმაციას აწვდიან, ამავდროულად მათ ერთი ვაი-ვიში აქვთ ატეხილი, რომ დავალებების შესრულება არ გამოსდით
Next: თორნიკე ჭეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ Julius Baer-ის ქმედებებზე: არის გარემოებების მთელი ერთობლიობა, რომელიც კუმულაციურად ქმნის ერთიანი, კოორდინირებული პროცესის შთაბეჭდილებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.