Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ Julius Baer-ის ქმედებებზე: არის გარემოებების მთელი ერთობლიობა, რომელიც კუმულაციურად ქმნის ერთიანი, კოორდინირებული პროცესის შთაბეჭდილებას

მარშალ პრესი 27/01/2025
tornike cheishvili

არის გარემოებების მთელი ერთობლიობა, რომელიც კუმულაციურად ქმნის ერთიანი, კოორდინირებული პროცესის შთაბეჭდილებას, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბანკ Julius Baer-ის მხრიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური შანტაჟის თემაზე საუბრისას.

„ეს უკვე შთაბეჭდილებაზე მეტიც არის, რადგან ფაქტებით არის დადასტურებული ის, რომ მუშაობს ერთიანი მანქანა იმისთვის, რათა ამ შემთხვევაში უკვე Julius Baer-მა და შვეიცარიულმა საბანკო სისტემამ პრაქტიკულად გამოიყენოს პოლიტიკური შანტაჟისთვის მათ ხელთ არსებული ბერკეტები“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილი საუბრობს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველზე, ადვოკატ რობერტ ამსტერდამზეც, რომლის ჩართულობაც კიდევ უფრო უმყარებს ეჭვებს ამ პროცესში „დიფ სთეითის“ როლზე.

„ეს გახლავთ ადვოკატი ბატონი რობერტ ამსტერდამი, რომელიც სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში არის ფიგურანტი და აქაც კვალი მიდის ისევ და ისევ გლობალური ომის პარტიამდე, თუ გადავხედავთ წარსულში მის მიერ წარმოებულ საქმეებს და მეორე მხრივ ასევე ,ამ ბატონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებით და ზოგადად ბოლო დროინდელ აქტივობებს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას.

ბანკი Julius Baer ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულია, გიორგი ბაჩიაშვილი კი ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.

 

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, გაიმართება შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან
Next: საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.