სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც „დანოსებს“ აგზავნიან, სხვადასხვა თანამდებობის პირს ათას ტყუილ ინფორმაციას აწვდიან, ამავდროულად მათ ერთი ვაი-ვიში აქვთ ატეხილი, რომ დავალებების შესრულება არ გამოსდით

სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ახლა წერილებს ხელს აწერენ, მიდიან და უკაცრავად, ჟარგონისთვის, „დანოსებს“ აგზავნიან, სხვადასხვა ბიუროკრატს თუ თანამდებობის პირს ათას ტყუილ ინფორმაციას აწვდიან, ამავდროულად მათ ერთი ვაი-ვიში აქვთ ატეხილი და უბედურება, რომ დავალებების შესრულება არ გამოსდით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

იგი ოპოზიციის მიერ ევროსაბჭოში გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

„უცხოეთში ვიზიტები ჩვევაში აქვთ უკვე გადასული. სულ ვამბობთ-ხოლმე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული სახელი და გვარები, რომლებსაც მათ შორის, სკოლებშიც ვასწავლით, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ. მაგალითად, ასეთია სერგო ორჯონიკიძე, ყორღანაშვილი და ბევრი შეიძლება, გავიხსენოთ. სამწუხაროდ, ეს ადამიანები, რომლებიც ახლა წერილებს ხელს აწერენ, მიდიან და უკაცრავად, ჟარგონისთვის, „დანოსებს“ აგზავნიან, სხვადასხვა ბიუროკრატს თუ თანამდებობის პირს ათას ტყუილ ინფორმაციას აწვდიან და ამავდროულად, მათ შორის ერთი ვაი-ვიში აქვთ ატეხილი და უბედურება, რომ მათ დავალებების შესრულება არ გამოსდით.

დავალების შესრულება რომ არ გამოსდით, შემდეგ მათ პატრონებსაც სთხოვენ, „იქნებ, თქვენ მაინც უფრო მეტად გააძლიეროთ ზეწოლა ქართველ ხალხზე და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, მხოლოდ ამით თუ შევძლებთ, რომ თქვენი მორჩილი ადამიანები“, მათ რომ უყვართ ამ სიტყვის ხმარება – „მონები, ერთი თითის დატკაცუნებაზე, რომ ყველაფერს შეასრულებენ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვაზე უარს რომ არ იტყვიან, ის ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაშიო“. ზუსტად ეს არის მაგალითი, რომელიც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა და რასაც იტყვიან და გააკეთებენ კიდევ ხვალაც“, – აღნიშნა გორდულაძემ.

გაზიარება