Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ შეწყალებაზე ისაუბრა

მარშალ პრესი 26/01/2025
mixeil kavelashvili

ეს ჰუმანური აქტია, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური გზავნილია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ შეწყალებაზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“.

„როცა ამირჩიეს, ეს იდეა მაწუხებდა, გავუზიარე პრემიერ-მინისტრს და უფლება-მოსილების ცნობის შემდეგ დავიწეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა. დარწმუნებული ვარ, გახარებული იქნებოდნენ ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მშობლები, მეგობრები და ეს მამოძრავებდა, რომ ეს აქტი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო პირველივე ეტაპზე. გახარებული და მადლიერი ვარ, რომ ეს აქტი განხორციელდა.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბალანსი ყოფილიყო დაცული ერთი მხრივ ჰუმანურობასა და მეორე მხრივ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ პატიმრებზე, რომელთაც ჩადენილი აქვთ მსუბუქი დანაშაული და ასევე სასჯელის ძირითადი ნაწილი ვისაც აქვს მოხდილი. ამით ვიხელმძღვანელეთ და ეს პრინციპი იქნება დაცული შემდგომ ეტაპზეც“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციით მიიღო.

„საკმაო დრო გვქონდა, დაახლოებით სამ კვირაზე მეტი, რომ მიგვემართა უწყებებისთვის. ეს პრინციპი, რომელიც ჩვენ აღებული გვქონდა – მსუბუქი დანაშაულები და ვისაც მოხდილი აქვს ძირითადი სასჯელი, რა თქმა უნდა ინდივიდუალურ დონეზე ყოველი პატიმრის ქეისი იხილებოდა, მოთხოვნა ბევრად მეტი იყო, ვიდრე 613-ია. ყველა უწყებას ჰქონოდა თავისი პასუხისმგებლობა და ეს სამუშაო პროცესი დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური და ასევე მთავრობის სხვა რგოლებიც, კოორდინაციაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კითხვაზე აპირებს თუ არა მომავალშიც გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეცია, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

„თავისთავად ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს პოზიტიური ჰუმანური აქტი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღებია იქიდან გამომდინარე, რომ არც თუ ისე მცირე რაოდენობაა ჩვენი პატიმრების, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ამ ჰუმანური აქტის განხორციელება აუცილებელია პრევენციისთვის, რომ სახელმწიფომ ნაბიჯები გადადგას ისეთი სფეროების მიმართულებით, რომელიც ამ კუთხით შეძლებს, ნაკლები დანაშაული ცდუნება რომ ჰქონდეს ადამიანს.

სწორედ ამ მიმართულებით იქნება განხორციელებული ქმედებები, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანსაღი ცხოვრების, სპორტის, კულტურის. ეს ისეთი დარგებია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესში, გვაძლევს ჩვენ უკვე დღევანდელი დღე იმის საშუალებას, რომ თამამები ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ინსტიტუტიც ამ კუთხით ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი იყოს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მადლობა ინტერესისთვის, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოხატავს ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელების გზით
Next: სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც „დანოსებს“ აგზავნიან, სხვადასხვა თანამდებობის პირს ათას ტყუილ ინფორმაციას აწვდიან, ამავდროულად მათ ერთი ვაი-ვიში აქვთ ატეხილი, რომ დავალებების შესრულება არ გამოსდით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.