Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, ახალი ეპოქა იწყება მსოფლიოში და ამ დღის წესრიგში საქართველო, როგორც სუვერენული და ღირსეული ქვეყანა, ისე ჩაჯდება

მარშალ პრესი 22/01/2025
guram macharashvili

„საზოგადოებას ყოველთვის ვახსენებთ ჩვენს, „ხალხის ძალის“ წერილებს, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ განვითარდებოდა პოლიტიკური მოვლენები, ვინ იქნებოდა ავტორი ე.წ. რევოლუციის თუ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის, სად იყო ეს უცხოური ძალა და ა.შ. ეს ყველაფერი დღეს ერთი-ერთში სრულდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, ახალი ეპოქა იწყება მსოფლიოში და ამ დღის წესრიგში საქართველო, როგორც სუვერენული და ღირსეული ქვეყანა, ისე ჩაჯდება.

„ხალხის ძალა“, ასევე, ვამბობდით, რომ არ ვიყავით არც ამერიკის და არც ევროპის წინააღმდეგნი, არამედ, ვიყავით იმ ადმინისტრაციისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგნი, რომლებიც უსამართლო და აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოს მიმართ.
აღმოჩნდა, რომ აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის წინააღმდეგნი არა მხოლოდ ქართული საზოგადოება ვიყავით, არამედ, თავად ამერიკული საზოგადოებაც, რადგან მათ ბაიდენის ადმინისტრაცია სწორედ იმ პოლიტიკის გამო გაუშვეს სახლში, რაც [არ მოგვწონდა და რაც] აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე რადიკალურად შეცვალა. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს. რაც მთავარია, ევროპულმა საზოგადოებამ გაიღვიძა და ეს ვნახეთ იმ ბევრი ევროპარლამენტარის გამოსვლაში, რომელთაც საქართველოს სასარგებლოდ გააკეთეს განცხადებები. დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ახალი ეპოქა იწყება მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღის წესრიგში საქართველო, როგორც სუვერენული და ღირსეული ქვეყანა, ისე ჩაჯდება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციასაც კი არ აძლევს ბანკი გამოძიებას, რაც იმის დამატებითი დასტურია, რომ შვეიცარიული ბანკი არ მოქმედებს საკუთარი ნებით, მის მოქმედებებში პოლიტიკური შანტაჟის ინტერესებია
Next: როგორც უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და პოლიტიკას შეფარებული ჯაშუშები, ასევე უნდა გასამართლდნენ ე.წ. „საზოგადოებრივი სფეროს“ წარმომადგენლები, რეალურად კი, უცხო ქვეყნის ჯაშუშები სხვადასხვა სახელით და გვარით, რეგალიით და სტატუსით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025