Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციასაც კი არ აძლევს ბანკი გამოძიებას, რაც იმის დამატებითი დასტურია, რომ შვეიცარიული ბანკი არ მოქმედებს საკუთარი ნებით, მის მოქმედებებში პოლიტიკური შანტაჟის ინტერესებია

მარშალ პრესი 22/01/2025
mamuka mdinaradze

უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის მიყენების საფრთხის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს, და ეს ვიღაცა უკვე ბევრჯერ გახმოვანდა – გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დავარქვათ, გნებავთ „დიფ სთეითი“ – დასჯა ან დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიულმა ბანკმა, “Julius Baer“-მა, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია გამოძიებას არ მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე საქმეზე, სადაც საუბარია დიდ ფინანსურ ზიანზე ბანკი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ “Julius Baer“-ი მოქმედებს არა საკუთარი კომერციული ინტერესებით, არამედ პოლიტიკური შანტაჟით.

„წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესი დგას ამ ყველაფრის უკან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთი ბანკი უკვე გააკოტრეს ამისთვის და მეორე ბანკის განადგურებაზე გადავიდნენ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედება იყოს. იმედია, ეს წნეხი ნელ-ნელა, მას შემდეგ რაც უკვე ტრამპის ინაუგურაცია შედგა და მისი ძალიან ცნობილი და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო მესიჯები გახმოვანდა, ჩვენს პოზიციებთან თანხვედრაში არსებული პოზიციები გახმოვანდა, ამის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ მომავალში იქნებ ნელ-ნელა ამ შანტაჟის და დასჯის სურვილმა უკან გადაიწიოს. რეალურად, ის ახალი ამბავიც, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებითაც, სადაც დიდ ზიანზეა საუბარი და ინფორმაციასაც კი არ აძლევს [ბანკი] გამოძიებას, კიდევ ერთი დამატებითი დასტურია იმისა, რომ შვეიცარიული ბანკი არ მოქმედებს საკუთარი ნებით და კომერციულ ინტერესებზე საერთოდ არ არის საუბარი, მის მოქმედებებში პოლიტიკური შანტაჟის ინტერესებია.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: დღეს თუ მართალია ადამიანი მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს – თუ უდანაშაულო ხარ არავინ დაგაბრალებს დანაშაულს, შესაბამისად ამას აღარ სჭირდება, არც შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები
Next: აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, ახალი ეპოქა იწყება მსოფლიოში და ამ დღის წესრიგში საქართველო, როგორც სუვერენული და ღირსეული ქვეყანა, ისე ჩაჯდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025