Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

Julius Baer-ი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული – გიორგი ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამ ამბის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია

მარშალ პრესი 21/01/2025
zurab kadagidze

ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე Julius Baer-ის მიერ გიორგი ბაჩალიაშვილის ანგარიშების არ გასაჯაროების საკითხს, რომლის მიმართაც გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პირველ რიგში სწორედ Julius Baer-ი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა მას არ ჰქონდეს ურთიერთობა სავარაუდო კრიმინალთან.

„ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია.

ახლა უკვე სრულიად ნათელი ხდება, რატომ არ ასაჯაროებს შვეიცარიის ბანკი, Julius Baer – ი გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშებს, გადარიცხვებს და ზოგადად მის აქტივობებს ამ ბანკში. არადა, საქმე ძალიან მარტივად არის – ბაჩიაშვილის საქმეზე გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის ერთ საქმეზე ბრალდებულია და ბანკი უბრალოდ ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
უფრო მეტიც, პირველ რიგში სწორედ ბანკი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა მას არ ჰქონდეს ურთიერთობა სავარაუდო კრიმინალთან. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული – ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამ ამბის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია. იმედი მაქვს, ამ საქმესაც მალევე აეხდება ფარდა,“- წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, Julius Baer-ი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით – ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ
Next: ბანკები ყველაფერს ბლოკავენ რაც ბიძინა ივანიშვილს და მის საქმეს შეეხება ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ 29 აპრილის შემდეგ გახდა ყველაფერი პრობლემური, რაც ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.