Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბანკები ყველაფერს ბლოკავენ რაც ბიძინა ივანიშვილს და მის საქმეს შეეხება ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ 29 აპრილის შემდეგ გახდა ყველაფერი პრობლემური, რაც ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა

მარშალ პრესი 21/01/2025
irakli lataria

ექსპერტი ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან, JULIUS BAER-თან დავას ეხმიანება.

ლატარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის იმ ინტერვიუს შემდეგ, სადაც ივანიშვილი საუბრობს, თუ როგორ ხდებოდა მისი შანტაჟის მცდელობები, იწყება მის აქტივებზე პრობლემების შექმნა.

„მერე მეტყვით, კარგი რა, რა შუაშია აქ ,,გლობალური ომის პარტიაო”? არა, მართალია, შუაში არა – თავშია..
მოკლედ რა ხდება ახლა ….

ბიძინა ივანიშვილს, როგორც რიგით კლიენტს ემსახურება რამდენიმე ბანკი..მათ შორის არის ,,ჯულიუს ბაერსი” – შვეიცარიაში. ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი, არანაირი პრობლემა, მოვიდა 29 აპრილი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი აძლევს ინტერვიუს ერთ – ერთ ტელევიზიას, სადაც საკმაოდ მკაფიოდ აფიქსირებს მის შეხედულებებს ამა თუ საკითხზე და ამავე დროს აკრიტიკებს ,,გლობალური ომის პარტიას”, უფრო სწორად ფაქტების კონსტატირებას ახდენს – გვახსენებს ყველას, თუ როგორ ხდებოდა მისი შანტაჟის მცდელობები…. !!!

გავიდა აღნიშნული ინტერვიუ და ჰოი საოცრებავ, სულ ,,შემთხვევით” მეორე დილიდან იწყება ივანიშვილის აქტივებზე პრობლემების შექმნა.. ანგარიშიდან გადარიცხვების გაჭიანურება, აქტივებზე წვდომის ნაწილობრივი შეზღუდვები და უამრავი რამ, რაც 29 აპრილამდე არასოდეს, არასოდეს განხორციელებულა!!!
ხო მართლა, სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია რომ იმავე ბანკმა დაბლოკა ეგ ხომ ცალკე მარაზმია? ბრალდებული ბაჩალიაშვილის თაობაზე ვგულისხმობ..არადა ნებისმიერი ბანკი ვალდებულია გასცეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, გამოძიების ფარგლებში!!!

მოკლედ, ეს ბანკები ყველაფერს ბლოკავენ რაც ბიძინა ივანიშვილს და მის საქმეს შეეხება ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა, მანამდე აბა რატომ უნდა დაებლოკათ? 29 აპრილის შემდეგ გახდა ყველაფერი პრობლემური (ოი საოცრებავ, დაემთხვა ალბათ“- წერს ირაკლი ლატარია.

Post navigation

Previous: Julius Baer-ი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული – გიორგი ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამ ამბის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია
Next: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ ხელი მოაწერა ევროკომისიის ხელოვნური ინტელექტის პაქტს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.