Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, Julius Baer-ი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით – ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ

მარშალ პრესი 21/01/2025
tamta megrelishvili

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია,ბანკი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მაშინ, როცა სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ბანკებს ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.

მისივე თქმით,გიორგი ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ და მას ხელს შეგნებულად აფარებენ რაზეც გამოძიებისთვის მასზე არსებული ინფორმაციის დამალვა მეტყველებს. „გლობალური ომის პარტიასა და შვეიცარიის საბანკო სისტემას შორის აშკარა და ღია კოორდინაციაა. ბანკი, სადაც განთავსდა აქტივი, კანონიერად ემსახურებოდა კლიენტს,მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილის მიერ არ გაკეთდა საჯარო განცხადება გლობალური ომის პარტიის მხილებით.

სწორედ ამ ანცხადებას მოჰყვა ამერიკელი მაღალჩინოსანის, ჯიმ ო’ბრაიენის საპასუხო განცხადება ბიძინა ივანიშვილის მხილების უარყოფით და Julius Baer – მა დაიწყო ხელოვნური პრობლემების შექმნა ბიძინა ივანიშვილისთვის. ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, ბანკი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მაშინ როცა სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ბანკებს ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია. ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ და მას ხელს შეგნებულად აფარებენ რაზეც გამოძიებისთვის მასზე არსებული ინფორმაციის დამალვა მეტყველებს. ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოჩენილი უკანონობა სცილდება ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობას, ეს არის გლობალური ომის პარტიის შურისძიება ადამიანზე რომელმაც ომსა და სისხლისღვრას გადაარჩინა ქართული სახელმწიფო.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: შვეიცარიული საბანკო სისტემა, “გლობალური ომის პარტიის” ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ საქართველოს დაუფარავად ებრძვის. Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე
Next: Julius Baer-ი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული – გიორგი ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამ ამბის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.