Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შვეიცარიული საბანკო სისტემა, “გლობალური ომის პარტიის” ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ საქართველოს დაუფარავად ებრძვის. Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე

მარშალ პრესი 21/01/2025
david kartvelishvili

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომელიმე გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია – სწორედ იმიტომ, რომ საქართველოა და იმიტომ, რომ ივანიშვილის ქვეყანაა, შვეიცარიის ბანკი მონურ პოზიციას ირჩევს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის შესახებ.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ბანკი Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე. მისივე თქმით, ოდესღაც სანიმუშო შვეიცარიული საბანკო სისტემა, “გლობალური ომის პარტიის” პირდაპირი ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მასთან ასოცირებულ “ურჩ” და დამოუკიდებელ საქართველოს დაუფარავად ებრძვის.

„დემოკრატიას ამოფარებული “გლობალური ომის პარტია” საბოლოოდ ჩამოყალიბდა მაფიოზურ კლანად, რომელთა დიდი ნაწილი ცნობილია ჩვენთვის კინემატოგრაფიდან. ტიპური ვიტო კორლეონეს ოჯახი, რომელიც საკუთარი “კოზა ნოსტრას” წევრებს იცავს ბოლომდე, სულ რომ სამყარო დააყენონ თავდაყირა. არ რუსული ბოევიკი “Брат” გავიხსენოთ, სადაც “რუსები თავისიანებს არ მიატოვებენ”.
ოდესღაც სანიმუშო შვეიცარიული საბანკო სისტემა, ასეთი “კორლეონებისა” თუ “ბრატების” ხელში, “გლობალური ომის პარტიის” პირდაპირი ბრძანებით დღეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მასთან ასოცირებულ “ურჩ” და დამოუკიდებელ საქართველოს დაუფარავად ებრძვის. დღეს იგივე ბანკი Julius Baer უარს უცხადებს ქართულ სამართალდამცავ სისტემას, გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ბანკს სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ავალდებულებს, რომელიმე გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია – სწორედ იმიტომ, რომ საქართველოა და იმიტომ, რომ ივანიშვილის ქვეყანაა, შვეიცარიის ბანკი მონურ პოზიციას ირჩევს. “გლობალური ომის პარტია” თავისიანებს ყველგან აფარებს ხელს – კეზერაშვილს ევროპის სივრცეში, სააკაშვილის ბანდის წევრებს – უკრაინაში. დადგა მორიგი აგენტის – ბაჩიაშვილის ჯერი.

გუშინ ვაშინგტონში წესით ამ მაფიოზურ-კრიმინალური საერთაშორისო კლანის დასუსტებისკენ გამიზნული წამმზომი ჩაირთო. “გლობალური ომის პარტიის” დამარცხების გარეშე, ტრამპის მიერ დეკლარირებული, წესრიგზე დამყარებული ახალი სამშვიდობო პოლიტიკა ვერც საერთაშორისო და ვერც ლოკალური მასშტაბით ვერ განხორციელდება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: “Julius Baer”-ი ბლოკავს სამართალდამცავების მხრიდან მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილის თაობაზე, როგორც ჩანს ბაჩიაშვილის ქეისს ომის პარტია იყენებს სათავისოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
Next: ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, Julius Baer-ი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით – ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.