Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი – თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა

მარშალ პრესი 15/01/2025
varlam liparteliani

თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ იქ არ ვიყავი როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა „იმედინიუსთან“ ინტერვიუში საუბრისას.

ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ სპეკულაციებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც თითქოს ის ბათუმში იმყოფებოდა, რა დროსაც გიორგი გახარიამ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„რატომ გაჩნდა ჩემი სახელი წარმოდგენა არ მაქვს. ეგრე იმასაც ამბობდნენ „იმედი“ იტყუება, გახარიას არ დაუწყია ფიზიკური ძალადობა, თავს დაესხნენო. ფაქტია ბათუმში ბოლოს ჩვენი ნაკრების თამაში რომ იყო, მაშინ ვიყავი, იმის მერე არ ვყოფილვარ“, – აცხადებს ლიპარტელიანი „იმედინიუსთან“ საუბრისას.

Post navigation

Previous: ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას?
Next: არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.