Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა

მარშალ პრესი 15/01/2025
guram macharashvili

„ოპოზიციამ ვერცერთი მტკიცებულება ვერც არჩევნების გაყალბებასთან და ვერც ვინმეზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, არჩევნების გაყალბების შესახებ ინსინუაციები პოლიტიკური სარჩულის მატარებელია.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებას ოპოზიცია ზეიმით შეხვდა და როცა რადიკალებმა ნახეს, რომ წააგეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეეცადნენ სურათის შეცვლას.

„არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა. მაშინ მათ თქვეს, რომ მოდი ახლა, დავიშალოთო. რატომ? იმიტომ, რომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც ვინმეზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს იმიტომ, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ასეულობით ლიდერი ჰყავს (ათასეულობით თუ არა) არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს. მათ ათიათასობით წარმომადგენელი ჰყავდათ საარჩევნო უბნებში.

საღამოს შამპანურები გახსნეს და მოგებას აღნიშნავდნენ. თუ გაყალბდა არჩევნები, საღამოს ხომ უნდა სცოდნოდათ და თავისთავად ეგრძნოთ ეს. როცა ნახეს, რომ წააგეს, მერე შემოატრიალეს და თქვეს რომ გაყალბდა. ეს კი ვერ დაამტკიცეს, იმიტომ, რომ არ გააჩნდათ შესაბამისი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე იყო, რომ ეუთო/ოდირმა ობიექტური დასკვნა დაწერა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი – თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა
Next: როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც ევროპა საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა – ამ პოლიტიკურ უწესრიგობაში საქართველოს აქტიურობის დრო არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.