Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი: ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები

marshal press 27/12/2024
irakli kobaxidze

ბულინგი, რაც ხორციელდება ხელოვანი ხალხის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები.

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც სამწუხარო მოვლენაა. ეს არის გარედან თავსმოხვეული მოვლენა და ზუსტად ისევე მოგვახვიეს თავს ეს უმძიმესი იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ თავს მოგვახვიეს ბოლშევიზმი. ბოლშევიზმი და ლიბერალური ფაშიზმი არ განსხვავდება დიდად ერთმანეთისგან და დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები. თანამედროვე ლიბერალურ ფაშისტებსა და 100 წლის წინ მოქმედ ბოლშევიკებს შორის არავითარი განსხვავება სინამდვილეში არ არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას – ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით
Next: გიორგი გამსახურდია: სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი – “ფორმულას” კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს სისულელეებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.