Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას – ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით

marshal press 27/12/2024
irakli kobaxidze

კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, ისინი თითქოს უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი. სინამდვილეში, როგორც გაირკვა, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ისინი ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში. ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელ რუსეთთან ვაჭრობით. აქედან აბსოლუტურად ყველაფერი არის გარკვეული. გარდა ამისა, ჩვენ ამ ადამიანებსაც, სხვებსაც, შევთავაზეთ საჯარო დისკუსია არაერთხელ ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტული ბიზნესმენებიც გაექცნენ ამ დისკუსიას. მიზეზი არის მარტივი – ასეთ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გაირკვევა, რომ სინამდვილეში ისინი მოქმედებენ არა რაღაც ობიექტური ანალიზის საფუძველზე, არამედ საკუთარი სუბიექტური ინტერესების მიხედვით“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ღირსეულად შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას
Next: პრემიერი: ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.