Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი – “ფორმულას” კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს სისულელეებს

marshal press 28/12/2024
vilsoni

აგერ, სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი, ხან პლატფორმა X-ზე პოსტებს რომ წერს და ხან კიდევ, ტრამპის ინაუგურაციაზე სალომეს რომ ეპატიჟება (პირველად გავიგე, სხვის ინაუგურაციაზე სხვას  სხვა რომ ეპატიჟება), – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ირკვევა, რომ FARA-ს მასალების მიხედვით, კონგრესმენი ჯო ვილსონი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ ფულს იღებს.

გამსახურდიას თქმით, უილსონის სიტყვას ჩალის ფასი აქვს და თუ ვინმე უჩენს მტრებს აშშ-ს, სწორედ უილსონის მსგავსი ადამიანები არიან, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე მოაწერენ ხელს.
“აგერ, სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი, ხან პლატფორმა X-ზე პოსტებს რომ წერს და ხან კიდევ, ტრამპის ინაუგურაციაზე სალომეს რომ ეპატიჟება (პირველად გავიგე, სხვის ინაუგურაციაზე სხვას  სხვა რომ ეპატიჟება). ჩვეულებრივი ფორმულას კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს ამ სისულელეებს. ამის სიტყვას ჩათვალეთ ჩალის ფასი აქვს, ამათ დასახვეტად შედის ის კარგი კაცი მალე თეთრ სახლში და სწორედ ილონ მასკს დაავალა ამისთანა ფულზე დახამებულების თავიანთ ადგილებზე დასმა.
P.S. თუ ვინმე უჩენს ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრებს, სწორედ ამისთანა ტიპები, ჩაბუდებულები უსასრულოდ და ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე ხელის მომწერები.მიხედავს ბატონი დონალდი ამათ, თან მალე.” – წერს გიორგი გამსახურდია.

Post navigation

Previous: პრემიერი: ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები
Next: გია აბაშიძე FARA-ს დოკუმენტზე: თურმე, კეზერაშვილიც ათასდოლარიანი კონგრესმენებით ებრძვის საქართველოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.