Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ღირსეულად შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას

marshal press 27/12/2024
irakli kobaxidze 1

ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაური ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 6 წლის წინ ზუსტად ასეთივე აქციას უწყობდნენ სალომე ზურაბიშვილს და ახლა სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხთან ერთად აწყობს აქციებს.

„სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აქ არის თავად სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთელი რადიკალური ოპოზიცია. ამას არავითარი ფასი არ აქვს. 6 წლის წინაც მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც, აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩატარდა ჩვეულებრივად ინაუგურაცია, დღესაც მოხდება რა თქმა უნდა, იგივე. ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას“,- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გიორგი გამსახურდია: „ნაცბაბლს“ ჰგონია, რომ ლიბერალური ფაშისტები და “ვოუქერები” ბიძინა ივანიშვილს ამ დროებითი სანქციებით დააშინებენ – ნურას უკაცრავად, არ გცოდნიათ თქვენ მისი პატრიოტული და კაცური სული
Next: ირაკლი კობახიძე: კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას – ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.