Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა” – პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი

marshal press 27/12/2024
chugoshvili gio

ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა, – აცხადებს პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი.

დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, იმ ბიზნესის ნაწილს, ვინც ხელს აწერს პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” პეტიციას, პროდუქტი რუსეთში გააქვს და საკმაოდ დიდი ბრუნვებიც აქვს.

“პრაიმტაიმი” პეტიციის პლატფორმის დამფუძნებელს გიორგი ჩუგოშვილს დაუკავშირდა.

ბატონო გიორგი, ბიზნესმენები, ვინც პეტიციას ხელს აწერენ, ნაწილს სწორედ რუსეთში გააქვს პროდუქტი, ეს გარკვეულ უხერხულობას ხომ არ ქმნის?

– 2400 კომპანიაა რეგისტრირებული, ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა. ეს ხალხი ითხოვს დეესკალაციას, რუსეთის წინააღმდეგ იქ არაფერი წერია, იქ წერია, რომ ეკონომიკური კრიზისია მოასალოდნელი და ეს ხალხი დეესკალაციას ითხოვს.

უხერხულობას არ ქმნის, რომ ეს ხალხი რუსეთიდან იღებს შემოსავალს?

არ ვიცი, ვინ დათვალა საიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებენ? 2400 კომპანიაა, მე რაც ვნახე, 4 წლის ჯამური ბრუნვაა, რაც რუსეთიდან აქვთ. ზოგიერთ კომპანიას ეწერა 100 000 და ეს თანხა ბიზნესისთვის კაპიკებია .

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა  , სადაც მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დააფიქსირა ქართული ბიზნესის ნაწილმა.

“არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას,” – წერია პეტიციაში.

Continue Reading

Previous: სოზარ სუბარი ოპოპარტიების მიერ დაფინანსების აღებაზე: მოვითხოვ „ქართული ოცნებისგან“ – როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე პარტიების განცხადებები მანდატების დატოვების მოთხოვნით და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან
Next: დავით ქართველიშვილი: აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნების და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025