Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნების და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა

marshal press 27/12/2024
david kartvelishvili

ერთხელაც ვეცდებით შევახსენოთ ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ და მათ ადგილობრივ ჭინკებს: ჯვრიდან არ ჩამოდიან – ჯვრიდან გარდამოიხსნებიან! ბიძინა ივანიშვილის დროებითი (!) დასანქცირებით იცით ვის მიაყენეთ რეალური ზარალი? მათ არა, ვისაც ივანიშვილის ფინანსურმა თანადგომამ წინა წლებში ონკოლოგია დააძლევინა, ბინები აყიდვინა, ყოველთვიური ხელფასები აათვისებინა და დღეს თავის მამა-მარჩენლის დასანქცირებას მხარი რომ დაუჭირეს. მათ არა!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნების და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა.

„აი, თქვენს დედებს, შვილებს, ღმერთმა ქნას აგარიდოთ „ბუმერანგის“ პრინციპი და არ გაგაჭირვოთ მსგავს განსაცდელში – ბაიდენს, ან მეთიუ მილერს ებარებოდეთ, რომლებსაც თქვენი პირადი თუ თქვენი საახლობლოს ტრაგედიები ფეხებზე ეკიდათ, გარდა ივანიშვილის ქველმოქმედებისა, რომელსაც სიკვდილს გადარჩენილი გველისა არ იყო, გადარჩენისას კბენით უპასუხეთ: განა არ იცოდიო, ვის გადარჩენას ცდილობდიო.

აგონია და სასიკვდილო კონვულსიებია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით მასში ქართველობის, პიროვნებისა და ქველმოქმედის მოსპობის მცდელობა. განსაკუთრების იმის ფონზე, აგენტოკრატების ლაქიებმა უარიც რომ ვერ განაცხადეს მათთვის მიუღებელი და საზიზღარი სახელმწიფოს მხრიდან პარტიული დაფინანსების მიღებაზე. საცოდავად და სასაცილოდ გამოიყურებით, სატირლად რომ არ გქონდეთ საქმე…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: “ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა” – პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი
Next: გურამ მაჭარაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025