Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოპარტიების მიერ დაფინანსების აღებაზე: მოვითხოვ „ქართული ოცნებისგან“ – როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე პარტიების განცხადებები მანდატების დატოვების მოთხოვნით და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან

marshal press 27/12/2024
sozar subari

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის მიერ სახელმწიფო ბოუჯეტიდან დაფინანსების მიღებას ჟურნალისტებთან აფასებს.

პარლამენტის წევრი განმარტავს, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის სცენარით მოქმედებს.

„2020 წლის არჩევნებზეც ამბობდა, რომ არ აღიარებდნენ შედეგებს და არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ, მაინც შემოვიდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის შეკრებისთანავე, განიხილონ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები მანდატების შეჩერებაზე, დააყენონ საკითხი განხილვაზე და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა 2020 წლის არჩევნებზეც ამბობდა, რომ არ აღიარებდნენ შედეგებს და არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ, მაინც შემოვიდნენ. და არა მხოლოდ შემოვიდნენ, არამედ თვეების განმავლობაში იხვეწებოდნენ, რომ ის განაცდური, რამდენიმე თვის ხელფასები, რომლებიც მათ არ ჰქონდათ აღებული, დარიცხოდათ. ზუსტად იმავე გზით მიდიან ახლაც. 2020 წლის შემთხვევა რომ არ განმეორდეს, კატეგორიულად მოვითხოვ „ქართული ოცნებისგან“ – როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე იმ პარტიების განცხადებები, რომელთაც მანდატების დატოვების მოთხოვნით მიმართეს პარლამენტს და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: როგორც ყოველთვის ორმაგი სტანდარტი და უღირსობა
Next: “ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა” – პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025