Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე: როგორც ყოველთვის ორმაგი სტანდარტი და უღირსობა

marshal press 27/12/2024
GIORGI VOLSKI

ოპოზიციური პარტიები დავობენ ერთმანეთში საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არის თუ არა დათმობა და პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის გარკვეული ნიშნები, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

“რეალური სურათი ასეთია, როგორც ყოველთვის ორმაგი სტანდარტი, როგორც ყოველთვის უღირსობა, როგორც ყოველთვის რაღაც თამაშები, რომლებიც აკადრეს მთელს საზოგადოებას კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც ფულს იღებენ, ვინც ფულს არ იღებენ ისინიც. ახლა დავობენ ერთმანეთში არის თუ არა ეს დათმობა და პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის გარკვეული ნიშნები, უფრო სწორედ პარლამენტში ყოფნის დადასტურება და სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურად აღიარება. აი ამ თემაზე კამათის დროს, რასაკვირველია, იკარგება ყველაფერი, რასაც ჰქვია სერიოზულობა, სიღრმისეული ანალიზის აუცილებლობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა.

Continue Reading

Previous: ცოტნე ანანიძე: რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარი ფული და ძალაუფლებაა
Next: სოზარ სუბარი ოპოპარტიების მიერ დაფინანსების აღებაზე: მოვითხოვ „ქართული ოცნებისგან“ – როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე პარტიების განცხადებები მანდატების დატოვების მოთხოვნით და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025