Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეიძლება ცივილიზებულ სამყაროს კეთილშობილური მიზნები გაქვს, რომ ოკუპანტი დაასუსტოს, გაანადგუროს, მაგრამ ასე პაიკივით წამწიო იქით, სადაც ეს პაიკი ყველა ვარიანტში გაწირულია – საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა

marshal press 26/12/2024
mamuka mdinaradze

ვითარება შეიძლება დიდი ალბათობით შეიცვალოს პოზიტიურისკენ და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

დასავლეთთან ურთიერთობების კონტექსტში მან ისაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზეც და განმარტა, რატომ აქვს მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინები ამ მხრივ.

„3 ფაქტორი გამოიკვეთა ბოლო პერიოდში საქართველოსთან ურთიერთობაში 1. ომის ფაქტორი და მთელი პიარკამპანიები ჩატარდა, საიდან მოიგონეს ომიო, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ საომარი მოქმედებებისკენ, კულისებში რა ხდებოდა, ფაქტების დონეზე ვიცი, რომ ამას პირდაპირ გვთხოვდნენ. მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ. ფაქტობრივი გარემოებებით მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენ ომს გვთხოვდნენ. გლობალური ინტერესი არის, რომ რუსეთი დასუსტდეს, შეიძლება მშვენიერი ინტერესი იყოს, მაგრამ, ამ შემთხვევაში გამოყენება საქართველოსი, რომელიც სისხლისგან კი არ დაიცლება, წამსვე განადგურდება, ეს არის ქვეყნის განადგურება. შეიძლება ცივილიზებულ სამყაროს კეთილშობილური მიზნები გაქვს, რომ ოკუპანტი დაასუსტოს, გაანადგუროს, მაგრამ ასე პაიკივით წამწიო იქით, სადაც ეს პაიკი ყველა ვარიანტში გაწირულია, საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა. 2. მდიდარი ენჯეოები პირდაპირ იყო დაკავშირებული რაღაც ძალებთან და ეს საკითხი იყო მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ორჯერ სცადეს რევოლუცია. როგორც კი გამჭვირვალე გახდება ამ ხალხის დაფინანსება, მათ ეცლებათ ბერკეტი, როცა უნდათ მოაწყონ რევოლუცია ამ ქვეყანაში. ანუ, რუსეთთან იომე – არ ვომობ, მაშინ გადაგატრიალებ და ვინც მოვა, ის იომებს – ეს ბერკეტი გამოვაცალეთ. 3. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, რომელიც იმ „ტრენდულ“ საკითხს ჩეხავდა, რასაც ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა ჰქვია. ეს სამი საკითხი იყო და არის გამოკვეთილი. ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინი – სამივე საკითხთან დაკავშირებით ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ბატონ ტრამპს და მის მომავალ ადმინისტრაციას“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: ვართ ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა. როგორც კი ამას გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ სახვეწარი არავისთან არაფერი გვაქვს. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი, ჩვენი პოლიტიკური ფასი
Next: მამუკა მდინარაძე ნანა დიხამინჯიასთან ინციდენტზე: ერთადერთი რაც მანერვიულებს ადამიანებს შორის უსიყვარულობა, გაუცხოებაა, რაც ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა, ამ დამოკიდებულებამ მოიტანა. მართლა სახეს კარგავენ ადამიანები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.