Skip to content
04/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნანა დიხამინჯიასთან ინციდენტზე: ერთადერთი რაც მანერვიულებს ადამიანებს შორის უსიყვარულობა, გაუცხოებაა, რაც ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა, ამ დამოკიდებულებამ მოიტანა. მართლა სახეს კარგავენ ადამიანები

marshal press 26/12/2024
mamuka mdinaradze5

ერთადერთი რაც მანერვიულებს ადამიანებს შორის უსიყვარულობა, გაუცხოებაა, რაც ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა, ამ დამოკიდებულებამ მოიტანა. მართლა სახეს კარგავენ ადამიანები. წარმოუდგენელია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ის ოპოზიციონერი აქტივისტის ნანა დიხამინჯიას ინციდენტს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიხამინჯია მისი მეზობელია და ის არაადეკვატური შინაარსის მოწოდებებით და პოსტებით გამოირჩევა.

„ჩემი მეზობელი იყო ვიცოდი, მეუბნებოდნენ რაღაც პოსტებს წერს, მისამართს წერდა ჩემსას აქ ცხოვრობს, რაღაცებს იგონებდა დაცვით დადისო. დღეს ხომ აღმოაჩინა, რომ არც დაცვით დავდივარ, მარტო გადავადგილდები. ჩემს ცხოვრებაში დაცვა არასდროს არ მყოლია. მაგრამ ყველაზე ცუდი იცით რა არის ამ ამბავში, ის არაფერია, რაღაც იკივლა, რასაც ის ლაპარაკობდა ახალი გაიგეთ რამე? „რუსო“, „ჩელიაბინსკი“… რაღაც სისულელეებს ამბობდა. გასაგებია, ეს დაზეპირებულია და ეს უნდა იძახონ. ამ ქალზე მეუბნებიან 6 თვე საქართველოში საერთოდ არ არის ხოლმე, ანუ ნომრიანი აგენტია ასე გამოვიდა. მე ვეუბნებოდი, შეიძლება თქვენ გჯერათ რაღაცების, მაგრამ შეცდომაში ხართ შეყვანილი. და თურმე შეცდომაში კი არა, ლგბტ პროპაგანდისტია და ამერიკაში დიასპორაში ცდილობდა ხალხის გაგიჟებას.

რა ფაშიზმია, რა ბოლშევიზმია? სახლში მივუვარდეთ… რა სახლში უნდა მომივარდე, ორი ჩემი პატარა შვილი ცხოვრობს იქ. ბოლოს ვერ დაალაგეს ან ვერ დააორგანიზეს და ეს ქალი დამხვდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: შეიძლება ცივილიზებულ სამყაროს კეთილშობილური მიზნები გაქვს, რომ ოკუპანტი დაასუსტოს, გაანადგუროს, მაგრამ ასე პაიკივით წამწიო იქით, სადაც ეს პაიკი ყველა ვარიანტში გაწირულია – საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა
Next: მამუკა მდინარაძე: თუ ტრამპი მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, ამ მიმართულებით ზეწოლაც საქართველოზე შესუსტდება – ე.წ. ქართული ოპოზიცია დიდი ძალების აგენტები და ინსტრუმენტები არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.