Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვართ ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა. როგორც კი ამას გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ სახვეწარი არავისთან არაფერი გვაქვს. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი, ჩვენი პოლიტიკური ფასი

marshal press 26/12/2024
mamuka mdinaradze2

ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა და მნიშვნელობა უნდა გვქონდეს ყველას გააზრებული. პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ თავისი სამშობლოს, თავისი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეთ გააზრებული სად ვცხოვრობთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი Live“ საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების დალაგების გზებზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს არავისთვის აქვს სახვეწარი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

„საქართველოსთვის არ არის გეოგრაფია შემაფერხებელი. ერთი მხრივ, ის ევროპის ნაწილია. მეორე მხრივ, ჩვენ ჩვენს მეგობარ, მეზობელ, პარტნიორ ქვეყნებს, კარგად ვიცნობთ – აზერბაიჯანი და სომხეთი, მათი გეოგრაფიული მდებარეობა, მათ შორის პოლიტიკური. ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მდებარეობა გვაქვს. ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ვიღაც გვჭირდება ძალიან, ეს ვიღაცა, რაც არ უნდა პატივსაცემი ორგანიზაცია, პირთა ჯგუფი თუ სახელმწიფოთა გაერთიანება იყოს. ჩვენც უნდა ვიცოდეთ და გადაწყვეტილებებიც როგორ მივიღოთ, გაგვიადვილდება, რომ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა. როგორც კი ამას გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ჩვენ სახვეწარი არავისთან არაფერი გვჭირს. თუკი გეოპოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი, ჩვენი პოლიტიკური ფასი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე ზურაბიშვილზე: სკამის ჩაბღაუჭების ასეთი, თან დანაშაულებრივი პრეცედენტი მართლა არ მახსენდება. ეს მაინცდამაინც აღარ სჭირდება ამ ქალბატონს, მაგრამ აგიჟებენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით
Next: მამუკა მდინარაძე: შეიძლება ცივილიზებულ სამყაროს კეთილშობილური მიზნები გაქვს, რომ ოკუპანტი დაასუსტოს, გაანადგუროს, მაგრამ ასე პაიკივით წამწიო იქით, სადაც ეს პაიკი ყველა ვარიანტში გაწირულია – საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.