დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს სათნოების სახლში გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრო.
ღონისძიებაზე ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო თემატიკაზე შექმნილი კლასიკური ნაწარმოებები და სიმღერები შეასრულეს.
დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიულოცა და მშვიდობიანი და ბედნიერი წელი უსურვა.
კონცერტის დასრულების შემდეგ ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და სათნოების სახლის ბენეფიციარებმა ერთობლივი ფოტოები გადაიღეს.


